სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის რომანტიკულმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

© Photo: Salome Gviniashvili / FBსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ღვინიაშვილის და ზურა ხიზანიშვილის რომანტიკული ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ნახეთ რა გადაიღო წყვილმა.

სალომე ღვინიაშვილის სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფოტოებითაა სავსე. მისი ვირტუალური სივრცე ერთი განსაკუთრებული მიკრობლოგია, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 204 ათასამდე „ფოლოვერი“ ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. ცოტა ხნის წინ სალომემ რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ერთხმად მოიწონეს.

სალომე ღვინიაშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როდესაც მას ფაქტობრივად არავინ იცნობდა. მისი კარიერა სარეკლამო რგოლების გადაღებით დაიწყო და დღემდე აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა.

მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა. მათ საერთო ორი ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. ძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით გოგონები ტელეეკრანებზე უფრო ხშირად ჩნდებიან.

სალომე სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე და დიდი ინტერესი დაიმსახურა. ხუჭუჭა თმამ, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და კაშკაშა თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან.

სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სამყაროს – არა. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე აღარ დგას, ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ შექმნა. ბრენდი ახალი დაარსებულია, მაგრამ ქართველ მოდის მოყვარულებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0