კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დედაქალაქში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 108 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3 958 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2 157 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ იმერეთია, მესამეზე კი აჭარაა. 

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 537, აჭარა – 417, ქვემო ქართლი – 190, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, შიდა ქართლი – 137, მცხეთა-მთიანეთი – 89, გურია – 78, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14. 
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1 012 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 18 482 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6 221 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226.

881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 330 პირი, მათ შორის, თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41. ბინაზე 8 525 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 1 062, ხოლო იმერეთში – 26.

თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 პირი, საიდანაც თბილისშია 17 563 ადამიანი, აჭარაში – 14 449, იმერეთში – 5 280.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 108.690-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0