12:11 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
2381430

ყოფილმა მოდელმა სახალისო ჩუსტები მოირგო. ნახეთ როგორი ტიპის სახლის ჩუსტებს ანიჭებს უპირატესობას ანუკი არეშიძე.

„მოდურია, არა?“ – ანუკი არეშიძემ საკუთარ გვერდზე სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. მან ანიმაციური პოზიტიური პერსონაჟის ჩუსტები მოირგო, რამაც მისი მომხმარებლები გაახალისა. ფოტოს წარწერა კი ორაზროვნად ჟღერს – მართლა მოსწონს ანუკის აღნიშნული რბილი ფეხსაცმელი, თუ მას უბრალოდ თაყვანისმცემლებთან ინტერაქტივის სურვილი გაუჩნდა?

პანდემიის პერიოდში ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. ვირუსის გამო ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ სამზარეულოში გადაინაცვლა. ორიგინალურმა დიზაინერმა ხახვის დაჭრის ახალ ხერხს მიაგნო. მან მზის სათვალე მოხდენილად მოირგო და ხახვის დაჭრა ასე დაიწყო. ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანური ხერხი „ფოლოვერებმა“ მალე აიტაცეს. ახლა კი ყურადღება ჩუსტებით მიიქცია, რომელიც, თაყვანისმცემლებს ეჭვი აქვთ, რომ მოზარდ ვაჟებს მოპარა.

როგორც ჩანს, სახლში დარჩენილი დიზაინერის დროს ყველაზე მეტად ნიკოლა კალაძე ხარჯავს. ნიკოლა საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. საზოგადოებას ნიკოლა კალაძე მშობლებმა გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები