Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძემ ვაჟი გააჩინა? – ფოტომოდელი შოკისმომგვრელ ვითარებაში გამოჩნდა

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექს-სიმბოლოდ წოდებული თამო ვაშალომიძე პირველ ფეხმძიმობას არ მალავდა. არც მეორე ფეხმძიმობა აღმოჩნდა გამონაკლისი, თუმცა ახლა ფოტომოდელის ფოტომ სრული ქაოსი გამოიწვია. რა გახდა ამის მიზეზი?

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა - მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. რამდენიმე კვირის წინ კი მოდელმა შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა, რამაც თაყვანისმცემლები გააოცა.

„სწორი რაკურსით გადაღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამ ფოტოში 4 თვეზე მეტს არ მომცემდით, არადა ძაალიან დიდი მუცელი მაქვს. 3 კვირაში მაქსიმუმ მეორე ბავშვი მეყოლება, პასუხისგებლობა ორმაგად იზრდება თავისით!“ – გაამხილა საიდუმლო ფოტომოდელმა.

ფოტოზე თამომ გასაოცარი რაკურსი შეარჩია, რისი მეშვეობითაც მას საგრძნობლად გაზრდილი მუცელი საერთოდ არ უჩანს. როგორც ჩანს, ცნობილი სახეები მსგავს ხერხს ხშირად მიმართავენ, რათა „ფოლოვერებსა“ და ფანებს სიმართლე არ გაუმხილონ. თუმცა, თამო ვაშალომიძე მათ კატეგორიას არ განეკუთვნება. ის თაყვანისმცემლების მიმართ საკმაოდ გულახდილია, რასაც მასში ძალიან აფასებენ. შესაბამისად, ფოტომოდელი და „ინფლუენსერი“ სხვადასხვა გადაცემის რეიტინგული სტუმარია.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0