საქართველოს იუსტიციის სახლებმა მუშაობის გრაფიკი შეცვალეს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უქმეებზე აღარ იმუშავებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ იუსტიციის სამინისტროს პრეს-ცენტრში.

ამიერიდან აღნიშნული დაწესებულებები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გაუწევენ მომსახურებას. უწყება სამუშაო გრაფიკის შეცვლის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს.

რაც შეეხება მუშაობის დროს, 22:00 საათიდან გადააადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მიიღებენ.

პანდემიის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა არაერთი ღონისძიება გაატარეს. 5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობდნენ შაბათ–კვირის ჩათვლით. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლებში ონლაინ–რეგისტრაციის გავლისა და პირბადეების გარეშე ვერ მოხვდებით

1 ივნისიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ნაცვლად 09:00–18:00 საათისა, ყოველდღე 09:00-დან 24:00 საათამდე მუშაობდნენ და 400-ზე მეტ სერვისს გასცემდნენ.

9 ნოემბრიდან, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები ყოველდღიურად მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. 22 ნოემბრიდან კი იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება.

უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება. ფილიალში მისულ ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე მოქალაქეები შენობაში არ დაიშვებიან.

ყველა ახალი ამბავი
0