06:32 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2654)
94 0 0

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევისთვის შემოღებულია ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით - ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად არის მიღებული.

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის გამო გამონაკლისის სახით მოიხსნა, 22 ნოემბრის 22:00 საათიდან კვლავ ძალაშია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა საპარლამენტო არჩვენების მეორე ტურის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მოიხსნა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 17 მაჟორიტარულ ოლქში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გაიმართა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2654)

მთავარი თემები