21:20 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2588)
183 0 0

შაბათს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 100 ათასს გადააჭარბა, დღე-ღამეში COVID-19-ის თითქმის 4 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში სინამდვილეში ორჯერ მეტი კოვიდინფიცირებულია, თუმცა მათ შესახებ მონაცემები იმიტომ არ არსებობს, რომ ისინი ვირუსის მსუბუქი ფორმით არიან ავად და ექიმებს არ მიმართავენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში 21 ნოემბერს COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს გასცდა. ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 927 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება“, - განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ვლინდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც შესაბამისი სიმპტომები აქვთ. ეს კი ნიშნავს, რომ სინამდვილეში საქართველოში გაცილებით მეტი ინფიცირებულია.

„ამ შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველა წესის დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უსიმპტომო და ნაკლებადსიმპტომიანი ადამიანები, რომლებსაც მცირე გაციება აღენიშნებათ, ინფექციის გადამტანები არიან. კი ბატონო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ პრობლემის გარეშე გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსხვერპლიცაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველამ და ყველგან უნდა დავიცვათ წესები. ეს არის: ნიღაბი და დისტანცია. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელებას სხვა ვერაფერი დაუპირისპირა“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)

მთავარი თემები