09:03 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
121 0 0

აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა

 

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის  ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან  საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებენ და განმეორებითი კენჭსყრის ჩატარებას მოითხოვენ. 

„დღეს პოლიტიკური ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს ამ ცრუ პროცესს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პროტესტს და ვაცხადებთ,  რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოგვპარა არჩევნები“, - განაცხადა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერმა საბა ბუაძემ.

ადგილზე მობილიზებულებული არიან სამართალდამცველები.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური  მიმდინარეობს. ის 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვავე ოლქში ტარდება. 

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა – არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები