პლუს 33: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100.684-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 927-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100.684-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 81.783 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.128, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.976 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.445 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0