COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 81.783 ადამიანი, გარდაიცვალა – 927, კარანტინის რეჟიმშია 2.128, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.979 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.445 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100.684-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 81.783 ადამიანი, გარდაიცვალა – 927, კარანტინის რეჟიმშია 2.128, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.979 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.445 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0