ცნობილი ხდება ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა – ფოტოები

© Sputnik / Alexander Imedashviliსპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე
სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. მძარცველს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ ცნობილი ხდება, ვინ არის 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც დღეს, დღისით წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება. თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილია, სავარაუდოდ, ჰყავს შვილი და, როგორც „ფეისბუქზე“ მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, ცხოვრობს თბილისში. წარმოშობით ბორჯომიდან არის.

შსს-ს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. ოფისში შეიარაღებული პირია შეჭრილი, რომელსაც ხელში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს და 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

„ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს - Sputnik საქართველო
ძარცვა წერეთლის გამზირზე: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამ დროისათვის უკვე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტებზე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0