11:06 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2480)
60 0 0

თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი სიგნალის საშუალებით. ბათუმის ავტობუსებში უკვე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერებიც.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუნიციპალურ ტრანსპორტში თერმოსკრინინგის აპარატების დამონტაჟება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხდება. ამ აპარატების დახმარებით ყველა მგზავრს ტემპერატურას გაუზომავენ. 

„სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ ჩვენ ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც. მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომლის მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა”, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი სიგნალის საშუალებით. 

თერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ყოველ გაჩერებაზე ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

აჭარაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში 93 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 853 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2480)

მთავარი თემები