Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პირველი ემოცია“ – ანუკი არეშიძის ექსკურსია წყნეთის დათოვლილი აგარაკიდან და პატარა ნიკოლა

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერმა რამდენიმე ემოციური ვიდეოთი „ფოლოვერები“ გაანებივრა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყურება თოვლში ჩაკარგული ძვირადღირებული აგარაკი და ნიკოლასის პირველი ემოციები.

ანუკი არეშიძის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგი გულახდილი ემოციებით დატვირთული ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოს მთავარი გმირი ნიკოლა კალაძეა, რომელიც თეთრი ფიფქებით თითქოს გაკვირვებულია. პატარა ბიჭუნას პოპულარულმა დედამ ექსკურსიაც მოაწყო და წყნეთში აშენებული ფეშენებელური აგარაკის ხედი „ფოლოვერებს“ კიდევ ერთხელ გაუზიარა. სახლი და გემოვნებიანად მოწყობილი ეზო თოვლში განსაკუთრებულად გამოიყურება.

ერთ-ერთ ვიდეოში პატარა ნიკოლა კალაძე დედას უყვება, თუ როგორ დავარდა ის თოვლში სეირნობისას. კალაძეების უსაყვარლესმა უმცროსმა შვილმა დედის დახმარებით საუბარი სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც ჩანს, ნიკოლა პირველი თოვლით აღფრთოვანებულია და წარუშლელი ემოციები დარჩა.

ზღაპრულ ეზოში გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ანუკი არეშიძე დილიდან შვილს ეზოში სეირნობით, ხოლო ხელმომწერებს სახალისო ვიდეოებით ანებივრებს. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი გადატვირთულ გრაფიკს დაუბრუნდა, თუმცა პატარა შვილს ძალიან დიდ დროს უთმობს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

ყველა ახალი ამბავი
0