Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე მიულოცა თეა წულუკიანმა მეუღლეს დაბადების დღე – ფოტო სოციალური ქსელიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე იუბილარია. ნახეთ როგორ მიულოცა პოლიტიკოსმა დაბადების დღე მეუღლეს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია იუბილარია. პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა სათაურით: „გილოცავთ, მამიკო“. ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს.

თეა წულუკიანს და მის მეუღლეს ერთი შვილი - მერიკო ჰყავთ. თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს, ისევე, როგორც პოლიტიკოსების უმეტესობა. მის მიმართ საზოგადოება მუდამ განსაკუთრებული ყურადღებითაა განწყობილი.

თეა წულუკიანის დაოჯახებისა და დაფეხმძიმების შესახებ ჭორები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა, მანამ, სანამ გამორჩეული მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში არ გავიდა. თეა წულუკიანს და მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას პატარა მერიკო 2017 წლის 18 მარტს შეეძინათ. გოგონა გაგუას კლინიკაში დაიბადა. იმ დროისათვის ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.

თეა წულუკიანის შვილის გაჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. სერიოზული მინისტრი პირად თემებზე იშვიათად საუბრობდა, გარდა ამისა მერიკო საკმაოდ გვიან, 42 წლის ასაკში გააჩინა. თეა წულუკიანმა პატარა მერიკო პირველად გამოაჩინა ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“. პატარა გოგონას მამას – ნუგზარ კაკულიას ამსგავსებენ.

მერი კაკულიას სახელი დედის გამზრდელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს. თეა წულუკიანის თქმით, შვილის ყოლა გვიანი არასდროს არის და ქალებმა სტერეოტიპები უნდა დაამსხვრიონ. თეა წულუკიანმა უმაღლესი განათლება საფრანგეთსა და საქართველოში მიიღო. იუსტიციის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბერიდან იკავებდა და ეს თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0