ვითარება ზემო ლარსზე: ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

უშბა - Sputnik საქართველო
ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 60–106 კმ მონაკვეთზე ასევე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის გადააადგილება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0