09:55 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
5710

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) შენობასთან პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მოძრაობა „იმოქმედეს“ აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები, რომელზეც დამაგრებული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები.

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

განმეორებითი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის შენობასთან რამდენიმე დღეა საპროტესტი აქციებს მართავენ. მთავრობის სახლთან ოპოზიციას კარვები აქვს გაშლილი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის ოპოზიციის სრული სპექტრი არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები