Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დღეს ჩემი დაიკო 19 წლის გახდებოდა...“– ჯანეტ ქერდიყოშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილ დაზე წერს

© Facebook / Janet Kerdikoshviliჯანეტ ქერდიყოშვილი და ემა ხაჟომია
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ემა ხაჟომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მის საქართველო-2011“ დუმილს არღვევს. მან საჯარო პოსტი გარდაცვლილ დას პირველად მიუძღვნა. ანეტა ქერდიყოშვილი 2011 წელს გარდაიცვალა. ჯანეტმა მათი ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.

„ჩვენი ანგელოზი, ჩვენი პატარა დაიკო“ – ამ სიტყვებით ეხმაურება მოდელი გარდაცვლილი დის ხსოვნას. ქერდიყოშვილებს მესამე გოგონა საკმაოდ გვიან შეეძინათ. მათ ოჯახში კი ტრაგედია ძალიან მალე დატრიალდა. ანეტა ქერდიყოშვილი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ჯანეტ ქერდიყოშვილი მნიშვნელოვანი სამოდელო კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მესამე დღეს კი მისი უმცროსი და გარდაიცვალა.

„კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა“, – იხსენებს ჯანეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს სუპერმოდელის დას 19 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჯანეტმა ყველაზე ემოციური ფოტოები საკუთარ Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. რამდენიმე გულის ამაჩუყებელი სიტყვა დაურთო. როგორც თავად ამბობს, კონკურსებში მონაწილეობის მიღება სწორედ დის გამო განაგრძო. რადგან პატარა ანეტას ჯანეტის წარმატებები განსაკუთრებულად უხაროდა.

მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ჯანეტის ოჯახმა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება განაგრძო. ჯანეტის ცხოვრება ისევ ზღაპრად გადაიქცა. მისი და ნოეს სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0