საქართველოს მთავარი ინფექციონისტი: „მადლობა ყველას და ბოდიში...“

© photo : Government of Georgia / FBთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღლეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებენ.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმებში აქვს გამოხატული, ამიტომაც ინფექციონისტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს და სახლში მკურნალობს. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე კოლეგას კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის დრამატიზებას არ ურჩევს

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის, აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ – ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით“, – დაწერა ცერცვაძემ ინფექციური საავადმყოფოს Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, ამ დროისათვის მას აქვს 37,5 გრადუსი ტემპერატურა, ყელის, თავის ტკივილები და სისუსტე.

„მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას... იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გაივლის და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, – წერს ცერცვაძე.

რაც შეეხება ინფექციონისტის მეუღლეს ანა თოფურიას, რომელიც ასევე ინფიცირებულია, ცერცვაძის თქმით, ისიც სახლში მკურნალობს, თუმცა მას სიმპტომები უფრო ნაკლები აქვს – ტემპერატურა 37,1 და ყელის ტკივილი.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0