08:49 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
76 0 0

ინფექციონისტი აღიარებს, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა მისი პროცენტული მაჩვენებელი არც ისე მაღალია, როგორც ევროპის ქვეყნებში.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოლეგა მანანა ჯებაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს პასუხობს, რომელიც კითხვას სვამს, თუ როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში პაციენტების ბუნებრივი გადარჩევა. 

კერძოდ, ჯებაშვილის განცხადებით, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსისგან 45 პაციენტი გარდაიცვალა და პროცენტულად სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანამ ყველას გადაუსწრო. ექიმი კითხულობს – რას ფიქრობს სახელმწიფო და როდემდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში.

„ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას ჰებელსის თუ ჰიტლერის სიტყვები შევახსენე: თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს. მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ“, – წერს ცერცვაძე საკუთარ ღია წერილში.

მისი თქმით, ევროპის 56 ქვეყანას შორის სიკვიდილიანობის დაბალი მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს მხოლოდ სლოვაკეთი, ლიეტუვა და რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფო, ხოლო 46 ქვეყანას ლეტალობის საქართველოზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. 

„რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“, ამაში ჩვენი სახელმწიფოს დადანაშაულება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში ასეთი რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება–რეკომენდაცია, 65 წელს ზემოთ ასაკის ავადმყოფები საავადმყოფოში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. აი, ასეთია სიმართლე, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ამჟამად თავად თენგიზ ცერცვაძე და მისი მეუღლე კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან, ისინი სახლის პირობებში მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 71 468 ადამიანი, გარდაიცვალა 815 პაციენტი.  

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები