11:33 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (275)
422 0 0

წელს თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22 750 შემთხვევა დააფინანსა. პროგრამაში დედაქალაქის მასშტაბით 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას საქართველოც შეუერთდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კამპანიას, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 194 ქვეყანა შეუერთდა.

საქართველომ და ჩეხეთმა პირველადი ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობა დაიწყეს>>>

ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები სიმბოლურად საშვილოსნოს კიბოს ფერში ნათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა და თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა. პროგრამაში დედაქალაქის მასშტაბით 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ–ცენტრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22 750 შემთხვევა დააფინანსა.

თემები:
თბილისის მერია (275)

მთავარი თემები