01:05 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2396)
1387410

პროდიუსერმა ნახევარდები ერთმანეთს შეახვედრა. ყურადღებიანმა მამამ საყვარელ შვილებს ერთობლივი ფოტო გადაუღო. ნახეთ როგორ დაემსგავსა უმცროსი ანა შუათანა სულაბერიძეს.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმ შოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. ნოემ პატარა ანა და თინეიჯერი ლიზი სულაბერიძეების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.

გამორჩეული წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. შემდეგ კი გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა – მას შემდეგ, რაც ვარსკვლავებმა რამდენიმე თვის გოგონას გაქრისტიანება გადაწყვიტეს.

ნოე მესამე შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და თითოეული წამით ტკბება. პატარა ანა სულაბერიძე დღითი დღე ლამაზდება. ნოეს მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოებზე მისი თბილი დამოკიდებულება უმცროსი ქალიშვილისადმი გულს გაგითბობთ.

თაყვანისმცემლებმა ნახევარდებს შორის მსგავსება აღნიშნეს, თუმცა აშკარაა, რომ ანა სულაბერიძე ცისფერთვალება უფროს ძმას - საშკა სულაბერიძეს ძალიან ჰგავს. ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან.

მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2396)

მთავარი თემები