04:27 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (347)
24 0 0

სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 17 ნოემბერს 1946 წლიდან მოყოლებული აღინიშნება, რომელიც ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, სტუდენტობა ცოდნის შეძენის საუკეთესო და დაუვიწყარი წლებია, რომელიც ახალგაზრდების მომავალს განაპირობებს.

„გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში! თავდაუზოგავი შრომა დღეს თქვენივე მომავალს განაპირობებს. ამიტომ ისწავლეთ და იშრომეთ წარმატებისთვის, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა!“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელმა ასევე ისაუბრა განათლების სისტემაში პანდემიისგან გამოწვეულ ცვლილებებსა და დაბრკოლებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პანდემიის პირობებში ახალ, განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს, ამიტომ გახსოვდეთ, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები, იყავით კონკურენტუნარიანები! გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომაროველებმა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება მიიღეს>>

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე დაწესდა ფაშიზმთან მებრძოლი ჩეხი პატრიოტი სტუდენტების ხსოვნის ნიშნად.

თემები:
განათლება საქართველოში (347)

მთავარი თემები