12:26 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2404)
833710

არტისტის ოფიციალურ გვერდზე სექსუალური ფოტოების კასკადი არ წყდება. ნახეთ თიკას უახლესი ტატუ, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო.

90-იანების ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი თაყვანისმცემლების გაოცებას განაგრძობს. შემოდგომის ცივი დღეების მიუხედავად თიკა ჯამბურია სექსუალურ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებს. მან შოკოლადისფერი რუჯი და ახალი ტატუ გამოააშკარავა. მომღერალი ღრმა დეკოლტესა და თამამ ფოტოსესიებს აღარ უშინდება, რადგან წონაში საგრძნობლად დაიკლო. მას ეს პრობლემა ფეხმძიმობისა და ოჯახის დანგრევის შემდეგ აწუხებდა.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

ამჯერად თიკას ოფიციალურ გვერდზე მორიგი ცეცხლოვანი ფოტოები გამოჩნდა. მომღერალმა ახალი ტატუ დაიხატა, რამაც მისი ტანი მეტად სექსუალური გახადა. მან არჩევანი გველზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ვარსკვლავებს შორის გველის ამოსვირინგება მეტად აქტუალური გახდა.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

წონაში დაკლება და სასურველი კილოგრამების შენარჩუნება წლების წინ მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას მოახერხა. მომღერალი თიკა ჯამბურია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

თუმცა, ქალიშვილის გაზრდის გარდა პოპულარული მომღერალი საკუთარ ფორმებზე ზრუნვას არ წყვეტს. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი. აღმოჩნდა რომ ვარსკვლავი ჯანსაღ ცხოვრებას შეუდგა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2404)

მთავარი თემები