18:38 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2586)
84 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 117 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 202 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 469, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 355, იმერეთი – 302, ქვემო ქართლი – 259, შიდა ქართლი – 173, კახეთი – 117, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 65, გურია – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი: თბილისში – 18, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ცხრა, ქვემო ქართლში – ხუთი, შიდა ქართლში – ორი, კახეთში – ერთი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 778 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16 219 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5 662 პაციენტი, მათ შორის თბილისში – 2 630, იმერეთში – 1 142, აჭარაში – 911.

740 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3 351 ადამიანი, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, თბილისში – 1 239, იმერეთში – 222. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში – 1 610, იმერეთში – 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისშია 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2586)

მთავარი თემები