Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რუსთავი 2“-ის დილის წამყვანს შეყვარებულმა ხელი საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა – ვიდეო

© Photo: Mako Kvitaishvili / FBმაკო კვიტაიშვილი
მაკო კვიტაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ჟურნალისტის ეკა მიშველაძის არანაკლებ ცნობილი შვილი თხოვდება. ნახეთ რა ვითარებაში სთხოვა გოგონას ხელი უსიმპათიურესმა შეყვარებულმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის წამყვანი მაკო კვიტაიშვილი დაინიშნა. მაკოს ხელი მისმა შეყვარებულმა თორნიკე გაგუამ საკუთარ იუბილეზე სთხოვა. როგორც ვიდეოში ჩანს, მაკომ ჟესტი თავიდან არასერიოზულად მიიღო, თუმცა მალევე დასთანხმდა საყვარელ მამაკაცს.

მაკოს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან, არსებობს თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი. Instagram-ის „სთორიში“ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ თორნიკე გაგუაზეა შეყვარებული. წყვილი იშვიათად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს, თუმცა, სავარაუდოდ, დიდი ხანია ერთად არიან და ძალიან უხდებიან ერთმანეთს.

მაკო პირველად პროექტ „ახალი ხმის“ კასტინგებზე გამოჩნდა და თავისი შესრულების მანერით, სტილითა და გარეგნობით მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება, უკვე მეორე დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ამ მშვენიერ გოგონაზე ლაპარაკობდა. მაკო ტელეწამყვან ეკა მიშველაძის შვილია.

მასზე ამბობენ, რომ თითქმის არასოდესაა მოწყენილი, მუდამ ცდილობს ბედნიერი იყოს და თავი სხვასაც ასე აგრძნობინოს. ალბათ იშვიათად თუ ნახავთ ასეთ ადამიანს. მაკო ჯგუფ „ფრენდლი მოსკიტოს“ სოლისტია. ბოლო დროს საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ახსოვს. ერთი პერიოდი გადაცემაში „სხვა შუაღამე“ წამყვანი იყო, ახლა დილის გადაცემის წამყვანია და პარალელურად მუსიკალური პროექტი „დიდი სცენის“ თანაწამყვანიც.

ყველა ახალი ამბავი
0