00:24 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2396)
1063310

ნანიკო ხაზარაძემ საზოგადოებას გაუმხილა, როგორ გაიცნო მისი მეუღლე და როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ისტორია.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

48 წლის ჟურნალისტი აქტუალობას არ კარგავს. მისი ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია. მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი სახეა. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა.

პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. რამდენიმე თვეა ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღის“ პირდაპირი ეთერით აღარ გვესალმება, სიახლეებს არ გვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გვიზიარებს. თუმცა ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა დაიწყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2396)

მთავარი თემები