ნიდერლანდებში საქართველოს კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის მამაკაცი, რომელიც ტრანზიტით კუნძულ მალტაზე მიემგზავრებოდა, საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ნიდერლანდებში, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცველები ავრცელებენ.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. იგი ამსტერდამში თბილისიდან ჩაფრინდა და ტრანზიტით კუნძულ მალტაზე მიემართებოდა.

დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მამაკაცს თან ჰქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

მგზავრი დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0