Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ახალ ფოტოს ხმაური მოჰყვა – ნახეთ რატომ დაიცვა თეონა კონტრიძემ ლევ დენგოვი

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ საქმროსთან ლევ დენგოვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თოფურიას საქმროს დაუწერა კომენტარი, რომელმაც თეონა კონტრიძე აღაშფოთა.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე ორსული ქეთა თოფურია ხალათიან ბოიფრენდთან და ოჯახის ახალ წევრთან, უსაყვარლეს ბიგლის ჯიშის ლეკვთან ერთად პოზირებს. ფოტოზე ერთ-ერთმა „ფოლოვერმა“ ქეთას შეყვარებული ალფონსს შეადარა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. მოგვიანებით ქეთამ კომენტარები წაშალა, თუმცა ეს მომღერალ თეონა კონტრიძისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ლევ დენგოვი სახალხოდ არ დაეცვა.

თეონა კონტრიძემ მამაკაცს, რომელიც ლევს აკრიტიკებდა, შურიანი და სულელი უწოდა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება კაცი მხოლოდ იმიტომ შეადარო ალფონსს, რომ ის მასავით მახინჯი არაა. „ჩემი მეგობრის და ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს, ქალს თუ კაცს“, – ასე უპასუხა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კონტრიძემ, რომელიც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ კაცი კაცისგან დაიცვა.

ქეთა თოფურია მალე მეორედ გახდება დედა. რამდენიმე დღის წინ მომღერალი ახალ კლიპში ორსული გამოჩნდა. მანამდე კი სოციალურ ქსელში ქეთას პაპარაცული ფოტო გავრცელდა, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში გადაუღო – მეშვიდე თვეში მყოფი მომღერალი მზეს ეფიცხებოდა. ქეთა თოფურიასა და მილიონერ ლევ დენგოვის ქორწილი უახლოეს თვეებშია დაგეგმილი.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0