00:54 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (87)
90 0 0

ფრიდონ ნიჟარაძე საზოგადოებისთვის ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს  გაიმართა.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის წევრებსა და საქართველოს უსამძიმრებს.

უშგულის მკვიდრი, 76 წლის მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც ქართველ სალვადორ დალის ეძახდნენ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფრიდონ ნიჟარაძემ თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქართველებს ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მისცა.

„მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ადამიანის და უნიჭიერესი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს, მთელ საქართველოს", - განაცხადა გახარიამ.

ფრიდონ ნიჟარაძე საზოგადოებისთვის ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წლის 2 ნოემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" გაიმართა.

ვინ იყო ფრიდონ ნიჟარაძე

ფრიდონ ნიჟარაძე იყო მხატვარი, რომელიც ფერწერის კლასიკური გაგების ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, მას შთააგონებდა ბუნება, სამყარო და ადამიანი.

ფერმწერი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, დაბრუნდა მშობლიურ უშგულში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ფერწერის გარდა ნიჟარაძე სერიოზულად მუშაობდა ხეზე და წერდა ლექსებს. მხატვარი ამბობდა, რომ ფერები მას თავად ეცხადებოდა. ხატვის დაწყების წინ არ იცოდა, როგორი სურათი გამოუვიდოდა. ამასთან, 76 წლის ოსტატს 2019 წლამდე თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოუფენია.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (87)

მთავარი თემები