საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 62 061 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 6 650), კარანტინის რეჟიმშია 2326, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 592 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 280 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 703. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 020-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 79 678-ს მიაღწია,

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 62 061 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 387), კარანტინის რეჟიმშია 2326, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 592 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 280 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0