14:33 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2560)
986 0 0

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი იზოლაციაში გადავიდა, რადგან კორონავირუსი მანიკა ასათიანის ოჯახის წევრს - მის სიძეს აღმოაჩნდა. 

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს და ტელეკომპანია „იმედის“ ტელესახეს, მანიკა ასათიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ამბვი მან თავის „ფოლოვერებს“ Facebook-გვერდზე აცნობა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი იზოლაციაში გადავიდა, რადგან კორონავირუსი მანიკა ასათიანის ოჯახის წევრს - მის სიძეს აღმოაჩნდა

„ასე, გაღიმებული დავხვდი და ღიმილითვე გავაცილებ!“ - წერს მანიკა.

უამრავი ფოლოვერი მანიკას გამოჯანმრთელებას უსურვებს და ინფექციის დასაძლევად ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.

მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. 

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა - დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 161), გარდაიცვალა – 669, კარანტინის რეჟიმშია 2 425, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 361 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2560)

მთავარი თემები