01:01 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2396)
2091 0 0

ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა, მის ირგვლივ კეთილი და ბოროტი ჭორები ხშირად ვრცელდება.

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ კითხვაზე, რას უპასუხებს მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, განაცხადა, რომ მის შესახებ ბევრი უსაფუძვლო ჭორი ვრცელდება, რაზეც გული სწყდება.

View this post on Instagram

@azimut_yachts_georgia #azimutyachts 🌊

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

მომღერლის თქმით, ნებისმიერი ინტერვიუ შეიძლება ისე დაასათაურო, რომ დიდი ამბავი ატყდეს, და ის ფიქრობს, რომ არანაირად არ დაუმსახურებია ეს მიდგომა. „ამ ყველაფერს რომ არ უპასუხო, არ არის მარტივი. ყოფილა, რომ კატასტროფები წამიკითხავს და არ შემიმჩნევია, მაგრამ გააჩნია შინაგან განწყობას. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია და ადამიანებს სურთ სხვაზე ანთხიონ ეს ბოღმა“, – აღნიშნა მომღერალმა.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

სექტემბერში ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. თუმცა, ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

ეკრანული და ბევრისთვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე გამოიყურება, არამედ ყოველდღიურობაშიც. ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა, მის ირგვლივ კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. ბადურაშვილი ბიზნესმენ მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება არ წყდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2396)

მთავარი თემები