COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – ინფიცირებულთა რაოდენობა 73 ათასს გადასცდა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, გარდაიცვალა – 636, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 342), გარდაიცვალა – 636, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0