„შეშა კრიმინალი არაა“: აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს დაასრულა 9 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმის განხილვა. დაკავებულთაგან ორს ჯარიმა, ერთს კი ადმინისტრაციული წესით სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია–პერფორმანსი გამართეს ლოზუნგით „შეშა კრიმინალი არაა“. 

მომიტინგეების დაკავება პარლამენტთან. 9.11.2020 - Sputnik საქართველო
„დაუმორჩილებლობის აქციაზე“ დაკავებულთა სასამართლო საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შსს-ს შენობასთან „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრა. მათ იქ შეშა მიიტანეს და თან ჰქონდათ პლაკატები – „შეშა კრიმინალი არაა“, „ყველას ვერ დაგვიჭერთ“.

ახალგაზრდებმა ამ ფორმით გააპროტესტეს რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლების დაკავება, რომლებიც გასულ ორშაბათს პარლამენტთან შეშის მიტანას ცდილობდნენ, რათა ღამით დარჩენილ აქციის მონაწილეებს ცეცხლი დაენთოთ და გამთბარიყვნენ.

„ჩვენ აქ შეშა მოვიტანეთ. თუ შეშა კრიმინალია, პოლიციას მოვუწოდებთ ჩვენც დაგვიჭიროს“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს დაასრულა 9 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმის განხილვა. დაკავებულთაგან ორს – ნოდარ რუხაძეს და ლექსო მაჭავარიანს ჯარიმა, გიორგი მჟავანაძეს კი ადმინისტრაციული წესით სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აშშ-ის დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

ყველა ახალი ამბავი
0