00:12 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2607)
105 0 0

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისები პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საქართველო, 12 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის სისტემის რესურსები როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეპიდვითარების შეფასებისას. 

საქართველო ვირუსთან ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, მიუხედავად ვითარების გლობალური გაუარესებისა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის სიძლიერე სრულად არ იყო შეფასებული.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა. ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან გამკლავება გამართული ეკონომიკისა და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებსაც უჭირთ. ჩვენ ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ასე მოქმედებას, თუმცა, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა ხვდებოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არაა“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისები პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსი 66,5 ათას ადამიანს დაუდასტურდა.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა ზრდის დღიური მაჩვენებელი ოთხნიშნა რიცხვითაა გამოხატული. ბოლო 24 საათში ინფიცირების 3 120 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა. 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადააადგილება. ამასთან, მოქმედებს სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2607)

მთავარი თემები