დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 69681-ს მიაღწია.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 033 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 517, აჭარა – 502, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 332, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 107, კახეთი – 100, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. 
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 70 ათასს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი: თბილისში – 11, აჭაარაში – 11, იმერეთში – შვიდი, მცხეთა-მთიანეთში – ორი, ქვემო ქართლში – ერთი, გურიაში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 599 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16 887 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 918 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 5 382, იმერეთში – 973, აჭარაში – 801.

652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 311 ადამიანი, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, იმერეთში – 284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 506 ადამიანი, მათ შორის, აჭარაში – 1 307, თბილისში – 370, იმერეთში – 39.

თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც აჭარაში 16 997 პირია, თბილისში – 6 726, იმერეთში – 4 328.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 69681-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0