09:23 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2540)
144 0 0

იმუნოლოგი აფრთხილებს მოსახლეობას, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, თვითმკურნალობა დაუშვებელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ზოგჯერ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართავენ, რაც ვირუსის გართულების და გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

„მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ კოვიდინფექცია არსებობს, მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია ან რაღაცის მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს მათთვის სასიკვდილოა. მივმართავ იმ პაციენტებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს და არ ჰქონია მიმართვის მცდელობა. თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, ვიდრე უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება,  ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისგებლობაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იმუნოლოგი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ 112-ს ან ოჯახის ექიმს.

„ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს“, - ამბობს ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არსებობს სხვა ალტერნატიული ნომრებიც, სადაც მოქალაქეები შეძლებენ დახმარების მიღებას.

„თუ ვერ დაუკავშირდებიან 112-ს, ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, სპეციალური საიტია შექმნილი, სადაც წერია სხვა ნომრები, როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ონლაინ ექიმებს ან უკვე გამოჩნდნენ მოხალისე ექიმები, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ ნომრებს, რათა დაუკავშირდნენ, იგივე კლინიკის ექიმებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან  გამომდინარე „112“-ის სამსახური მუშაობს შეფერხებით, ამიტომ მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ალტერნატიულ ნომრებზე: 032 2 411011 — სახანძრო სამაშველო; 032 2 418505 — საპატრულო (თბილისი); 032 2 418502 — საპატრულო (რეგიონი) 595 073527, 595 073838, 595 073876, 595 073805, 595 073723 - სასწრაფო (რეგიონი); 599 842197, 599 842195 — სასწრაფო (თბილისი).

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვმა 566-ს მიაღწია.

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)

მთავარი თემები