დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGERკორონავირუსი საქართველოშ
კორონავირუსი საქართველოშ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 911 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 056 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 476, იმერეთი – 469, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 294, ქვემო ქართლი – 201, შიდა ქართლი – 134, სამცხე-ჯავახეთი – 92,  გურია – 76, კახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 19.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი: თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – შვიდი, ქვემო ქართლში – სამი, კახეთში – ორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 566 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16 158 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 878, მათ შორის, თბილისში – 2 373, აჭარაში – 787. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 66,5 ათასს გადასცდა

632 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 308 პირი, მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105. კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3 181 ადამიანი, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 656 ადამიანი, მათ შორის, აჭარაში – 1 328, თბილისში – 508.

თვითიზოლაციაში იმყოფება 39 712 პირი, საიდანაც აჭარაში – 16 826, თბილისში – 6 568 პირი, იმერეთში – 4 385.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და 66561-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0