საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 566. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 656, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 878 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 181 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0