COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 66,5 ათასს გადასცდა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი, გარდაიცვალა – 566, კარანტინის რეჟიმშია 2 656, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 878 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 181 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 421), გარდაიცვალა – 566, კარანტინის რეჟიმშია 2 656, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 878 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 181 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0