02:12 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2383)
113 0 0

ცნობილმა ჟურნალისტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლე ამცნო. ნახეთ რაზე დაწერა წიგნი მაია ასათიანმა და როდის იხილავს მას მკითხველი.

თოქშოუ „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ ამცნო სოციალური ქსელის მომხმარებლებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, წიგნი მის პირად ცხოვრებაზეა, მასში სიყვარულიცაა, გაჭირვებაც, ვნებაც, თუმცა მკითხველის რეაქციის არ ეშინია, პირიქით, ერთი სული აქვს, როდის გაანდობენ ისინი შთაბეჭდილებებს.

ასათიანის თქმით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი ერთ თვეში იხილავს დღის სინათლეს და „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება წიგნის მაღაზიებში. მაია ასათიანი ამბობს, რომ მწერლობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ წიგნი ერთი სულის მოთქმით წასაკითხია, რადგან ტელესიუჟეტის სტილშია დაწერილი.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2383)

მთავარი თემები