21:01 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2588)
55 0 0

აქციების დაწყების შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა, ბოლო დღე-ღამეში რეგიონში 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ახალ ინფიცირებულთა შორის არიან ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ანანიაშვილისა და მისი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამ დღეებში ბათუმში ოპოზიციის პერმანენტული აქციები იმართება, რომელზეც მომიტინგეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქალაქში წესრიგს პოლიციის გაძლიერებული დანაყოფი იცავს. გამორიცხული არ არის, რომ პოლიციელები სწორედ მასობრივი თავშეყრის ადგილებში დაინფიცირდნენ.

აქციების დაწყების შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა, ბოლო დღე-ღამეში რეგიონში 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2588)

მთავარი თემები