00:46 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (175)
75 0 0

საზოგადოებაში პურის შესაძლო გაძვირებაზე საუბარი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ლარის გაუფასურებამ ახალ ნიშნულს მიაღწია.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მოსახლეობისთვის პურის შეუფერხებლად მიწოდებისა და პურპროდუქტებზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად. 

აღნიშნულ საკითხზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსხვილი კომპანიების – პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა.

„ჩვენ რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ისე შენარჩუნებული იყოს სტაბილური  ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნეს–სექტორის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო წლის განმავლობაში 500–700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ რუსული ხორბლის ფასი დღეს საქართველოსთვის ყველაზე მისაღებია.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (175)

მთავარი თემები