ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა დაშვება შეიზღუდა

© Sputnik / STRINGERТуристы на экскурсии в Уплисцихе
Туристы на экскурсии в Уплисцихе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება, აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა მიღება დროებით იზღუდება, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.

„ეპიდემიური ვითარების გაუარესების რისკის გამო სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს. ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63 650 შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0