Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ყოველდღიურობა“ – ნახეთ როგორ ანებივრებს საყვარელი მამაკაცი ნეკა დოროყაშვილს – ფოტო

© Facebook / Nini Ninuca Photographyნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ჩოგბურთელის შემდეგ სიყვარული, როგორც ჩანს, მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. ნახეთ როგორ ანებივრებს ნეკა დოროყაშვილს საყვარელი მამაკაცი.

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კარანტინიდან სახლში დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში გაიგო საზოგადოებამ, რომ მოდელი შეყვარებულია და მას საყვარელი მამაკაცი ძალიან ანებივრებს.

View this post on Instagram

Sometimes being a sweet girl is the best choice, but remember🧐 it's just a choice 🤨 #nightout

A post shared by Neka (@nekadorokashvili) on

„მას შემდეგ, რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე. ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა, ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში. თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, დისტანცია არაფერს ნიშნავს“, – დაწერა კარანტინში მყოფმა მოდელმა.

View this post on Instagram

....♥....

A post shared by Neka (@nekadorokashvili) on

როგორც ჩანს, ქალმა სიყვარული იპოვა, ისევე, როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც გერმანელ ჩოგბურთელზეა შეყვარებული. ნეკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უზარმაზარი ვარდების და ძვირადღირებული საჩუქრების ფონზეა. „მთხოვეთ დამედო ჩემი ყოველღიურობა. აი ინებეთ“, – დაწერა მოდელმა.

View this post on Instagram

A lot of you guys asked me to post stuff from my daily life, so here you go 😉🥀✨ do roses 🥀suit my top color?🥰

A post shared by Neka (@nekadorokashvili) on

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹ მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

View this post on Instagram

#polaroids 📸 from 2018 📍 #newyork 🖤

A post shared by Neka (@nekadorokashvili) on

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0