დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 970 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 130 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 650, იმერეთი – 463, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 202, შიდა ქართლი – 105, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 93, ქვემო ქართლი – 90, გურია – 67, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხული და ქვემო სვანეთი – 24. 
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 64 ათასს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი: თბილისში – 11, იმერეთში – ექვსი, აჭარაში – ოთხი, ქვემო ქართლში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 521 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15 712 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 709, მათ შორის, თბილისში – 2 361, აჭარაში – 732.

656 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60. კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3 066 ადამიანი, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 765 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში – 1 290.

თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში – 6 325 პირი, აჭარაში – 15 021, იმერეთში – 4 246.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47390 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0