14:32 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2507)
72 0 0

გარდაცვლილს პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ოსეფაიშვილი საავდმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. მას პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47390 ადამიანი, გარდაიცვალა 521 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2507)

მთავარი თემები