COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 64 ათასს მიუახლოვდა

© AP Photo / David Zalubowskiტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი, გარდაიცვალა – 521, კარანტინის რეჟიმშია 2 765, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 709 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 066 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 348), გარდაიცვალა – 521, კარანტინის რეჟიმშია 2 765, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 709 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 066 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0