15:20 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2364)
30910

სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. ნახეთ ამჯერად რა განცხადებას ავრცელებს მომღერალი.

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში უჩვეულო განცხადებას ავრცელებს. ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ბიშონის ჯიშის თეთრი ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეძებს სარძლოს და მსურველებმა პირად შეტყობინებაში მისწერონ.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ნინი ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში მისი ბოლოდროინდელი აქტივობებით ვიმსჯელებთ, გოგონა შეყვარებულია. ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული რომანტიკული ფოტოც, სადაც მომღერალს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი კოცნის.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2364)

მთავარი თემები