Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძემ საყვარელი ადამიანისგან ულამაზესი საჩუქარი მიიღო – ფოტო

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუცა ბუზალაძეს საყვარელმა ადამიანმა ასეთი საჩუქარი უძღვნა. ნახეთ როგორ ანებივრებს მომღერალს მისი რჩეული.

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი ურთიერთობებზე საუბარს წლების მანძილზე არიდებდა თავს ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა.

ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ ნუცამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ულამაზესი თაიგულის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მისი საყვარელი მამაკაცი მომღერლის განებივრებას არ წყვეტს.

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული მომღერლების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოვეს. მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა, თუმცა ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად მალევე გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოეფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილია.

აღსანიშნავია, რომ ნუცამ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში, ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველა დაამშვიდა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0